istoriuli soflebi  
  
 
 

didgori
სოფელი თბილისში, საბურთალოს რაიონში. 2007 წლამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღმის თემში.

მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან - 900 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან - 16 კმ-ით, სოფელ დიღმიდან 8 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.

istoria

1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა  ადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის ოცდაათიათასიანი ლაშქარი.

დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 70
2002 90
2014 78

მხარე თბილისი
თემი საბურთალო
კოორდინატები 41°47`35″ ჩ. გ. 44°40`15″ ა. გ.
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 900 მ
ფართობი  
მოსახლეობა 78 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი